loader

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქობულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქობულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, - ინფორმაციას ამის შესახებ ”აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამაშველო სამსახური სტიქიის გამო აღდგენით სამუშაოებს ვერ ახერხებს. ქარმა მოგლიჯა ხეები როგორც ქობულეთში, ასევე სოფელ ბობოყვათში, რის გამოც ჩაიხერგა საავტომობილო გზა და მოძრაობა შეფერხდა. ქობულეთში აბონენტებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.


იხილეთ ასევე:
კადრები სტიქიის ადგილიდან: როგორ გადაარჩინეს გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილები

ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, არიან დაშავებულები