loader

ექსკლუზიური კადრები სტიქიის ადგილიდან: როგორ გადაარჩინეს გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები სტიქიის ადგილიდან: როგორ გადაარჩინეს გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილები

გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში ზვიად ჯაფარიძემ განაცხადა, მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

მისივე ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია.

ასევე საფრთხე შეექმნა ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილზე მიმავალ 4 ავტომანქანას. ძლიერი თოვისა და ქარბუქის პირობებში მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანამშრომლებმა თოვლის სატკეპნი მანქანის მეშვეობით უსაფრთხოდ მოახერხეს მგზავრების გამოყვანა.

სტიქიასთან ბრძოლის ამსახველი კადრებიც ”პალიტრა ტვ”-ს ზემოხსენებული კომპანიის თანამშრომლებმა მოაწოდეს.

იხილეთ ასევე: ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, არიან დაშავებულები

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქობულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა