loader

ხმაური და დაკავებულების გულწასული ახლობლები ქუთაისის სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაკავებულების გულწასული ახლობლები ქუთაისის სასამართლოში

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ და სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი ბრალდებულის დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომა დაიხურა.

"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რამდენიმე ხნის წინ პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.