loader

9 საათიანი ”კურიერი” საფრანგეთის ჰიმნით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 საათიანი ”კურიერი” საფრანგეთის ჰიმნით დაიწყო

"რუსთავი 2"-მა საფრანგეთს სოლიდარობა გამოუცხადა და 9 საათიანი კურიერი საფრანგეთის ჰიმნით დაიწყო.

შეგახსენებთ, საფრანგეთში 13 ნოემბერს ექვს სხვადასხვა ადგილზე ტერაქტი მოხდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს. პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე, დაშავებულთა კი - 352-მდე გაიზარდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.