loader

ISIS-მა გაავრცელა იმ ასაფეთქებლის ფოტო, რომლითაც ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ISIS-მა გაავრცელა იმ ასაფეთქებლის ფოტო, რომლითაც ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებული ერთ-ერთი გამოცემა ასაფეთქებელი მოწყობილობის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დართულია კომენტარი, რომ სწორედ აღნიშნული მოწყობილობა აიტანეს რუსულ თვითმფრინავ "А 321"-ში, რომელიც ეგვიპტეში ჩამოვარდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი სასმლის რკინის ქილა, რომელზეც ასაფეთქებლის დეტონატორია მიმაგრებული. ISIS-ის "ბოევიკებმა" ასევე გამოაქვეყნეს იმ პასპორტების ფოტოები, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე მყოფ მგზავრებს ეკუთვნოდათ. ამ დროისთვის სპეციალისტები ამ ფოტომასალების ნამდვილობას იკვლევენ. ჯიჰადისტები აცხადებენ, რომ თავდაპირველად დასავლური თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში სამხედრო კამპანია დაიწყო, გადაიფიქრეს.

31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა.