loader

კადრები მებრძოლის დაკრძალვიდან, სადაც სავარაუდოდ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილიც ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მებრძოლის დაკრძალვიდან, სადაც სავარაუდოდ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილიც ჩანს

მედიაში ვრცელდება კადრები YouTube-დან, სადაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩანს.

ერთ-ერთ სხვა ვიდეოში კი ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და რამდენიმე პირთან ავტომობილით გადაადგილდება. კიდევ ერთ ვიდეოში კი სავარაუდოდ დავით ბორჩაშვილი
ჯერჯერობით სამართალდამცავი უწყებები აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ვიდეომასალები YouTube-ზე 21 ნოემბერს არის ატვირთული და ავტორებად მითითებული არიან "პანკისკი" და "ალ შიშანი".

საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს", - აცხადებენ სუს-ში.
დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ.

29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გუშინ პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.

იხილეთ ასევე: იყო თუ არა დავით ბორჩაშვილი ტერორისტებთან კავშირში? - კადრები, სადაც სავარაუდოდ, იგი შეიარაღებული ჩანს

"ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ" - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილი საავადმყოფოშია