loader

კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობას 100 ხე შეეწირა - რას აპირებს თბილისის მერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობას 100 ხე შეეწირა - რას აპირებს თბილისის მერია

ეს კვიპაროსი იმ 100 ხეს შორის ერთ-ერთია, რომელიც კრწანისი-შინდისის დამკავშირებელი გზის მშენებლობას შეეწირა. რამდენიმე დღის წინ დაწყებული ხეების ჭრის კვალი აქაურობას ჯერ კიდევ ეტყობა.

მოსაჭრელი ხეების რაოდენობას მერიაშიც ადასტურებენ. თუმცა, დავით ნარმანია მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ქალაქის ახალი ნერგებით განაშენიანებაზე საუბრობს.

კრწანისი-შიდნისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გადაწყვეტილება მერიამ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მიიღო.

გზა ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება. პარტიზანი მებაღე მარიამ ბაქრაძე ეკოლოგიური ზიანის გარდა, გზის არაეფექტურობაზე საუბრობს.

5 კილომეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის გზის მშნებლობა 2016 წელს დაიწყება. აღნიშნული გზის კავშირს პანორამა თბილისთან მერიაში უარყოფენ.

ავტორი: ეკა მელიქიძე