loader

დიდ დიღომში საბავშვო ბაღში ნასვამი მშობელი იარაღით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდ დიღომში საბავშვო ბაღში ნასვამი მშობელი იარაღით მივიდა

დიდ დიღომში, 213-ე საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ბავშვის მშობელი მივიდა. არსებული ინფორმაციით, მან შვილს იარაღი მისცა და მოუწოდა, რომელი ბავშვიც აბრაზებდა, მისთვის ესროლა. საბავშვო ბაღის დირექტორი ნანა ბედელაშვილი ვერ აკონკრეტებს, იყო თუ არა იარაღი ნამდვილი. მშობლების ნაწილის ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბავშვო ბაღში თავისი შვილის ჯგუფელს იარაღით ემუქრებოდა