loader

ემი იტერანტა თბილისში - როგორ შეხვდა თინეიჯერი მკითხველი საყვარელ მწერალს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემი იტერანტა თბილისში - როგორ შეხვდა თინეიჯერი მკითხველი საყვარელ მწერალს

მსოფლიო ბესტსელერით ხელში საყვარელ ავტორთან შეხვედრის მოლოდინში არიან. "ექსპო ჯორჯიის" მე-11 პავილიონის საგამოფენო სივრცეში სრული ანშლაგია. ასობით თინეიჯერი "წყლის საიდუმლოს" ავტორ ემი იტერანტასთან შეხვედრას ელის. ფინელი ავტორი საქართველოს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.

მსოფლიო ბესტსელერის ავტორი მკითხველს საკუთარი ცხოვრებისა და ნაწარმოებების შესახებ ესაუბრა. მან წერით დაინტერესებულ ახალგაზრდებს რამდენიმე რჩევა მისცა და ოცნებები გაუმხილა. მკითხველების ყველაზე მეტი შეკითხვა მწერლის ბესტსელერს, "წყლის საიდუმლოს" უკავშირდებოდა. ახალგაზრდებმა შეიტყვეს, რომ რომანის დაწერამდე ავტორი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მასალების გაცნობითა და იაპონური კულტურით იყო გატაცებული.

ასევე იხილეთ: მსოფლიო ბესტსელერის ავტორი თბილისში "პალიტრა L"-ის 10 წლის იუბილესთვის ჩამოვიდა