loader

დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბავშვო ბაღში თავისი შვილის ჯგუფელს იარაღით ემუქრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბავშვო ბაღში თავისი შვილის ჯგუფელს იარაღით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 213-ე ბაგა ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით აყვანილია 1986 წელს დაბადებული დენის პ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული დენის პ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, თბილისში, #213 ბაგა-ბაღში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დენის პ. თავისი შვილის ერთ-ერთ ჯგუფელს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე და 236-ე 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ : დიდ დიღომში საბავშვო ბაღში ნასვამი მშობელი იარაღით მივიდა