loader

უკრაინული ვებგვერდი ვაშაძე-ზოდელავას ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული ვებგვერდი ვაშაძე-ზოდელავას ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

უკრაინული ვებგვერდი "Українська революція" აქვეყნებს სტატიას, სათაურით "სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში წასვლით აშანტაჟებს".

სტატიაში ნათქვამია, რომ 30 ნოემბერს "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატმა დიმიტრი გოლუბევმა სააკაშვილი ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სააკაშვილის მრჩეველმა ბიზნესმენებსა და მსხვილ საწარმოებს ოდესაში გადაუგზავნა წერილი თხოვნით, გაიღონ დახმარება 2.5 მილიონი გრივნის ოდენობით. როგორც გამოცემა წერს, დეპუტატმა ამის შესახებ ტელეკომპანია "112 Украина"-ს ეთერში განაცხადა.

სტატიაში წერია, რომ ოდესის ბიზნესმენებს ამ თხოვნის იგნორირება არ შეუძლიათ, რადგან მათზე ზეწოლას პროკურატურისა და მილიციის წარმომადგენლები ახდენენ, რომლებსაც სტატიის ავტორი "ლორთქიფანიძისა და მურთაზ ზოდელავას ხალხს" უწოდებს.

ავტორის ცნობით, უკრაინის პროკურატურას დე-ფაქტო ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სტატიის ავტორი სვამს კითხვას, როგორ შეძლო სააკაშვილმა მნიშვნელოვან პოსტებზე ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნა და იქვე დასძენს, რომ ამაზე პასუხს შეიცავს მურთაზ ზოდელავას და გიორგი ვაშაძის აუდიოჩანაწერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

საუბარში ზოდელავა აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში წასვლით დააშანტაჟებს.

იხილეთ წყარო