loader

სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგებია

სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგებია. ტრაილერები სარფამდე არსებული სოფლების: ახალსოფლის, გონიოს, კვარიათისა და სარფის გზებზე რიგში დგანან. როგორც რიგში მდგომი მძღოლები აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა ხშირად არის, რადგან თურქეთის მხარე ტრაილერებს სწრაფად ვერ ატარებს.

როგორც შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, თურქეთის მხარეს მსგავსი პრობლემა ხშირად იქმნება.

"ეს პრობლემა ძალიან ხშირად იჩენს თავს სარფის საბაჟოზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაზრდილია ტვირთბრუნვა. პრობლემა უკავშირდება თურქეთის საბაჟო ნაწილს. ინფრასტრუქტურული, საკადრო და გეოგრაფიული პრობლემა აქვთ. ისინი ვერ ატარებენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოს მხარე. ჩვენმა მხარემ გუშინ გამოატარა 60 სატვირთო ავტომობილით მეტი, ვიდრე თურქეთის მხარემ. მით უმეტეს, რომ აქედან ტვირთის გარეშე გადის ავტომობილები", - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.