loader

ნიკა რურუა საქართველოში რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა რურუა საქართველოში რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვას ითხოვს

საზოგადოება "ივერია" საკონსტიტუციო სასამართლოს რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებული ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

როგორც ნიკა რურუამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული პროპაგანდისტული მანქანა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ერთიანობას, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოსგან "მაუწყებლის შესახებ" კანონში არსებული შესაბამისი ნორმის გაუქმებას მოითხოვს.

საზოგადოება "ივერიის" წევრის, გიგი კუბლაშვილის განმარტებით კი, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმას გააუქმებს, შემდეგი ნაბიჯი იქნება საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არხების მაუწყებლობის აკრძალვის მოთხოვნა.