loader

"გიჟია!" - სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილის სკანდალური ჩანაწერი სააკაშვილთან დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიჟია!" - სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილის სკანდალური ჩანაწერი სააკაშვილთან დაპირისპირებაზე

უკრაინული საიტი uarevo.in.ua სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილის სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ის, სავარაუდოდ, ლადო გაბაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არსებული შიდა კონფლიქტისა და კლანების დაპირისპირებაზე ესაუბრება. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები: "სათვალიანი", ვაშაძე, ვაშალომიძე და მურთაზ ზოდელავა გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას ჯგუფს უპირისპირდება. ჩანაწერში გავრცელებული საუბრის მიხედვით, სააკაშვილი ისევ თავის "პაზორნი ძალოვნებს": ადეიშვილსა და ახალაიას ეყრდნობა და უგულავა-ბოკერია-გაბაშვილის გუნდის "ჩაჩოჩება" უნდა.