დიდთოვლობა ხულოში: თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო სოფლებში, დიოკნისის უბანსა და ღორჯომის ხეობაში თოვლის საფარი მეტრნახევარს აჭარბებს, ხოლო დაბა ხულოში 60 სანტიმეტრამდეა. უხვი ნალექის გამო ავარიულად გაითიშა ელექტროენერგია და მუნიციპალიტეტის 50%-ს დენი არ მიეწოდება. მძიმე ტექნიკა ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის, ხულოს, შუახევის და ქედის 20 სკოლაში მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ.