loader

"ნიკორას" მაღაზიის დაყაჩაღებასა და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკორას" მაღაზიის დაყაჩაღებასა და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დეტექტივების სამმართველოების და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებული, 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, "ნიკორას" მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.