loader

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების უზარმაზარი კოლონა საპროტესტო აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების უზარმაზარი კოლონა საპროტესტო აქციაზე

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ლოზუნგია: "მე არ ვარ საშიში".
აქციის მონაწილეების განცხადებით, ის მიზეზები, რომლითაც ხელისუფლება აპირებს აკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, გაუმართლებელია.

მძღოლებმა და დილერებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის პირველ ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გააჩერეს საკუთარი ავტომობილები და გააკეთეს უწყვეტი ჯაჭვი. ჯაჭვი მშრალი ხიდიდან იწყებოდა და თამარ მეფის ხიდამდე გრძელდებოდა.

ამასთან, მძღოლებმა და დილერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას რამდენიმედღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ არ აკრძალოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების გაგრძელებით და უფრო მწვავე პროტესტით იმუქრებიან.

ასევე იხილეთ : მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები და დილერები მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ