loader

ხულოს მთებში ჩარჩენილებმა ორ მეტრამდე თოვლში 15 კილომეტრი იარეს და სამშვიდობოს გამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხულოს მთებში ჩარჩენილებმა ორ მეტრამდე თოვლში 15 კილომეტრი იარეს და სამშვიდობოს გამოვიდნენ

ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილები უსაფრთხო ადგილზე არიან. როგორც "პალიტრა TV"-ს ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილებმა, სოფელში დაბრუნების შემდეგ განუცხადეს, ორ მეტრამდე თოვლში 15 კილომეტრი იარეს, შემდეგ კი მათ დასახმარებლად წასული თანასოფლელები შეხვდნენ.

ადგილობრივების თქმით, თანასოფლელებთან შეხვედრიდან 200 მეტრიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ გზაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. მათივე განმარტებით, სამაშველო სამსახურებმა მათთან ერთად დაახლოებით სამ კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს.

ხულოს მთებში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზე ქარმა სახლები დააზიანა, რის შესაკეთებლადაც ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურადან შვიდი ადამიანი წავიდა. უხვი ნალექის გამო ისინი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დახმარება სამაშველო სამსახურს სთხოვეს. 7 ადამიანი ზოტიყელში 2 დეკემბერს გაემგზავრა.