loader

23 წლის ხულოელს, რომელსაც არასრულწლოვანმა ცოლმა 2 შვილი გაუჩინა, პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

23 წლის ხულოელს, რომელსაც არასრულწლოვანმა ცოლმა 2 შვილი გაუჩინა, პატიმრობა ემუქრება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრებ 23 წლის ნადიმ პაქსაძეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება. როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც 12 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში მეორე შვილის დაბადება დაარეგისტრირა. ნადიმ პაქსაძის განმარტებით, 19 წლის ასაკში ცოლად მოიყვანა არასრულწლოვანი, 13 წლის მაია სოლომონიძე. ნადიმ პაქსაძე ამბობს, რომ ამ საკითხით 2013 წელს პირველი შვილის რეგისტრაციისას არავინ დაინტერესებულა.

პაქსაძე აცხადებს, რომ თურქეთში სამუშაოდ გადასვლას აპირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

ბათუმში გამართულ ბრიფინგს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესწრებოდა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდეს სოციალურად დაუცველი ოჯახის ბედით.