loader

ჟანა ფრისკეს მამამ მომღერლის ქმარსა და შვილზე თავდასხმა შეუკვეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟანა ფრისკეს მამამ მომღერლის ქმარსა და შვილზე თავდასხმა შეუკვეთა

ჟანა ფრისკეს გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახში დრამა არ წყდება. დაპირისპირება მომღერლის ქმარსა და ფრისკეს მამას შორის პიკს აღწევს. დიმიტრი შეპელევის თქმით, მას თავს უცნობი მამაკაცები დაესხნენ, რომელთაც ჟანა ფრისკეს მამა, ვლადიმერ ფრისკე ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მოსკოვის ცენტრში საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის კადრებმა, რომელზეც თავდასხმა და თავდამსხმელებს შორის ვლადიმერ ფრისკეა ასახული. შეპელევს, რომელიც თავდამსხმელებს გაურბის, მისი და ფრისკეს მცირეწლოვანი შვილი უჭირავს ხელში.

დიმიტრი შეპელევსა და სიმამრს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან შვილი - პლატონი, ბაბუის სახლიდან წამოიყვანა და ფრისკეს ოჯახს არ აძლევდა ბავშვის ხშირად ნახვის საშუალებას. ამის გამო ფრისკეს მამა სიძეს დაემუქრა, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდა. საპასუხოდ შეპელევმა სიმამრს პოლიციაში უჩივლა.