loader

ხულოელმა მოხუცებმა ქუჩაში საფულე იპოვეს და პატრონს 6-საათიანი ძებნის შემდეგ დაუბრუნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხულოელმა მოხუცებმა ქუჩაში საფულე იპოვეს და პატრონს 6-საათიანი ძებნის შემდეგ დაუბრუნეს

ხულოელმა მოხუცებმა: 77 წლის შოთა წულუკიძემ და 80 წლის კაკო შავაძემ, უკრაინელ ქალბატონს, ხილდა პაკს დაკარგული საფულე დაუბრუნეს. შემთხვევა ბათუმში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მოხუცები მეჩეთიდან ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდნენ, რა დროსაც კაკო შავაძემ ფეხი უცნობ ნივთს დაადგა. მათ საფულეს მფლობელს 6 საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

მოხუცებმა საფულე ხილდა პაკს ლორიას ქუჩაზე სახლში მიუტანეს.
58 წლის ქალბატონი ბათუმში მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მან საფულე შუადღისას დაკარგა, როცა თავის შვილთან ერთად ბაზრიდან სახლში ბრუნდებოდა.
"ღმერთმა მისცეთ ჯანმრთელობა, ძალიან კარგი ხალხია. ასე ძალიან ცოტა ადამიანი მოიქცეოდა. დღეს პოლიციას გავაგებინეთ, რომ საფულე დაგვეკარგა, მაგრამ ხვალვე დავუკავშირდები და ვეტყვი, რომ კეთილმა ხალხმა ბინაზე მომიტანეს", - აღნიშნა ხილდა პაკმა.
ხილდა პაკმა კეთილ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და 50 ლარი აჩუქა.