loader

ჩოგი, ნარჩვი, კალტი... - ეს უცხო სიტყვები არ არის, ეს ქართული ყველია, რომელიც უნდა დააგემოვნოთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩოგი, ნარჩვი, კალტი... - ეს უცხო სიტყვები არ არის, ეს ქართული ყველია, რომელიც უნდა დააგემოვნოთ!

ნარჩვი, ჩოგი, კალტი... - ეს ჩამონათვალი ბევრს ალბათ უცხო სიტყვები გგონიათ, თუმცა ეს უცხო სიტყვები არ არის, ეს ქართული ყველია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ! პროექტის #იყიდექართული ფარგლებში, "მედია პალიტრა" ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, "პალიტრა ტვ"-ის გადამღები ჯგუფი "ყველის სახლს" ეწვია, ყაზბეგის გამზირზე. მასპინძლობას უგემრიელეს სამყაროში ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გაგიწევთ.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე 10 წელია ქართული ყველის მოძიებით არის დაკავებული. შებოლილი, ღვინოში, ჭაჭაში ან ციკნის ფაშვში დავარგებული, ქერქიანი, თაფლში გამოყვანილი ყველი, დამბალხაჭო, ყველის ქოთანში მოთავსებული კალტი, ჭრელი ყველი - ნედლი და ხმელი სუნელით - ეს ყველის იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "ყველის სახლში" იყიდება. რაოდენობა და სახეობები სეზონის მიხედვით განისაზღვრება. ამ დროისათვის ყველის 60-ზე მეტი სახეობაა მოძიებული.

მაღაზიაში ნაწარმი საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან არის წარმოდგენილი. პროდუქციის ნაწილი ფერმერებისგან არის შეძენილი, ნაწილი კი თელეთში, უძველესი ტრადიციული რეცეპტების გამოყენებით, საოჯახო მეურნეობებში მზადდება.

ავტორები: ანა მარშანია მიშა ნადირაძე



ასევე იხილეთ:

ქართული ფეხსაცმელი, რომელსაც ვერ გაცვეთ

ქართული წარმოების ტანსაცმელი, რომელიც ევროპულს არ ჩამოუვარდება

ქართულია, ე.ი ხარისხიანია - ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდი, რომელიც საქართველოში იწარმოება