loader

"ალბათ დაღლილებმა დაისვენეს და გაიყინნენ" - მონადირემ ხელვაჩაურის ტყეში ოთხი უცხოელის ცხედარი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ დაღლილებმა დაისვენეს და გაიყინნენ" - მონადირემ ხელვაჩაურის ტყეში ოთხი უცხოელის ცხედარი იპოვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებმა მონადირე ვლადიმერ გოგიძემ უცხოეთის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეგობართან ერთად სანადიროდ იყო ტყეში, რა დროსაც თოვლზე ნაკვალევი შენიშნა. მისივე თქმით, ცხედრები ნაწილობრივ თოვლით იყო დაფარული. შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მონადირეებმა ცხედრები თურქეთის საზღვრამდე 4 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. ისინი სავარაუდოდ ინდოეთის ან ბანგლადეშის მოქალაქეები არიან. სოფელ მარადიდში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მოქალაქეებს ხშირად აკავებენ. მარადიდი თურქეთის მოსაზღვრე სოფელია.