loader

როგორ "გპარავენ" წონას ბაზარში - სასწორებში მოწყობილობის ჩამონტაჟებისთვის რუსთავში მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ "გპარავენ" წონას ბაზარში - სასწორებში მოწყობილობის ჩამონტაჟებისთვის რუსთავში მამაკაცი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მოქალაქე ზურაბ გედევანიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე. ელექტრო სასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილობა იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობოექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.