loader

"დილა წიგნებისა" - ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსანი"; "ჩემი პირველი ბიბლია"; სტივენ კინგის "ნისლი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსანი"; "ჩემი პირველი ბიბლია"; სტივენ კინგის "ნისლი"

რუბრიკა "დილა წიგნებისა" "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში - მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს ყოველ ორშაბათს აცნობენ.

სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის მეცხრე ტომი - "ვეფხისტყაოსანი" შესანიშნავი ილუსტრაციებით, "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა.

ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაული - შობა ახლოვდება. "პალიტრა L"-ი წარმოგიდგენთ ბიბლიურ მოთხრობებს ბავშვებისთვის - "ჩემი პირველი ბიბლია". წიგნი ქართული ხელნაწერებითაა გაკეთებული და მასში უმთავრესი ბიბლიური მოთხრობებია, რომელიც ერთგვარი გასაღებია ბიბლიისკენ მიმავალ გზაზე.

საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია - გზამკვლევი, თუ როგორ უნდა შევიმეცნოთ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. დედამიწა მთელი თავისი თავისებურებებით.

მისტიკური თრილერის ჟანრში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატის, სტივენ კინგის "ნისლი".