loader

ქობულეთში ნაპოვნი შველის ისტორია, რომელიც მოსახლეობამ განსაცდელისგან იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში ნაპოვნი შველის ისტორია, რომელიც მოსახლეობამ განსაცდელისგან იხსნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შველი მოსახლეობამ იპოვა და დეპარტამენტს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ვეტერინართან გადაიყვანეს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა, დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს.