loader

კადრები გემიდან, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს და რომელსაც ქართველი კაპიტანი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები გემიდან, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს და რომელსაც ქართველი კაპიტანი ჰყავს

საფრანგეთის საზღვარზე მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გემზე 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პირველმა მოადგილე ზაზა მახარაძემ განაცხადა, დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რაც შეეხება გემზე ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენას, მისი განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, იმ ვებგვერდზე გაეცნო, სადაც საზღვაო საკითხების შესახებ წერენ.

ზაზა მახარაძის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით დაკავებული კაპიტნის ოჯახმა უკვე მიმართა.

ასევე იხილეთ:


"როცა დარეკა, თქვა, რომ სხვა გემი დახვდათ, ცუდ მდგომარეობაში" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის შვილის პირველი კომენტარი