loader

პროსტიტუცია "ჩინური მასაჟის" სალონში - 24 წლის ჩინელი გოგონა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუცია "ჩინური მასაჟის" სალონში - 24 წლის ჩინელი გოგონა დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე "ჩინური მასაჟის სალონის" ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ძინლან ჰ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).