loader

პოლიციელმა შემთხვევით ძაღლის ნაცვლად სამი შვილის დედა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა შემთხვევით ძაღლის ნაცვლად სამი შვილის დედა მოკლა

ბარლინგტონის პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა ოჯახური დავის შესახებ. გამოძახებაზე ოფიცერი ჯესი ჰილი გავიდა, რომელსაც ადგილზე 34 წლის აუტუმნ სტილი დახვდა, რომელიც ქმართან, გაბრიელთან კამათობდა. გაბრიელს ხელში წყვილის საერთო შვილი - 3 წლის ბავშვი ეჭირა და მასთან ერთად წასვლას ცდილობდა. სტილი მას გაეკიდა, დაიჭირა და გაბრიელს თავში ჩაარტყა. გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სტილი, რომელიც გაბრიელს მისდევს და ძაღლი, რომელიც ეზოში იმყოფება. ოფიცერი სტილს უბრძანებს, რომ ძაღლი გააკავოს და ცხოველს იარაღს უმიზნებს, როდესაც მოულოდნელად ფეხი უცურდება და ძაღლის ნაცვლად ტყვია სტილს ხვდება. ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აუტუმნ სტილს სამი შვილი დარჩა.