loader

"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება" - რა განცხადებით გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება" - რა განცხადებით გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის წლის 20 ნოემბერს დაიკავა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
პოლიტიკურ კარიერამდე ირაკლი ღარიბაშვილი 2004–2005 წლებში მუშაობდა "ქართუ ჯგუფის" კომპანია "ბურჯში". 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.