loader

როგორ გადანაწილდება მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადანაწილდება მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ

"კურიერის" ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობაზე კი კვირიკაშვილის ნაცვლად მისი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაინიშნება.

ასევე, ფინანსთა მინისტრად დაინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, ხოლო მას ამ პოსტზე შეცვლის გიორგი გახარია ან მამუკა ბახტაძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობს.

აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის წევრებმა "კურიერთან" პირად საუბარში დაადასტურეს.