loader

რა ხდება ახლა ჭავჭავაძესა და წყნეთის გზატკეცილზე და როდემდე შეიზღუდება მოძრაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ახლა ჭავჭავაძესა და წყნეთის გზატკეცილზე და როდემდე შეიზღუდება მოძრაობა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"24-25 დეკემბერს, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია "ენკო" 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული", - ნათქვამია განცხადებაში. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მძღოლებს დილიდან საათობით რიგში უწევთ დგომა, რის გამოც მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.