loader

ე.წ. "ბიოს" რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს - სად მალავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკს თურქი მძღოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. "ბიოს" რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს - სად მალავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკს თურქი მძღოლი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ე.წ. "ბიოს რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.

შსს-ს თანამშრომლებმა ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. "ბიო" ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე ოზგურ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ოზგურ კ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას და ასევე ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 98 გრ ე.წ. "ბიო" ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოზგურ კ-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს ოზგურ კ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით), ხოლო ბესიკ ჯ-ს მიმართ - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).