loader

დაჭრილი პოლიციელი ქალი რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრილი პოლიციელი ქალი რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

თელავის რაიონულ საავადმყოფოში, რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ახალგაზრდა ქალის დასახმარებლად, მედიკოსები ვერტმფრენებით თბილისიდან ჩაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დღეს თელავის საპატრულო პოლიციის ეზოში მოხდა. ინციდენტის დროს კიდევ ერთი პატრული, პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი გარდაიცვალა. დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შურისძიება გამორიცხულია. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.