loader

ლაგოდეხში მთაში დაკარგულებს კვლავ ეძებენ - რას ჰყვებიან ახალგაზრდების მშობლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხში მთაში დაკარგულებს კვლავ ეძებენ - რას ჰყვებიან ახალგაზრდების მშობლები

ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული. 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი - ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.