loader

საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი - მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი - მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13 იანვრის ჩათვლით უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, 10 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება. 11 იანვარს - 16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 12 იანვარს – 18 გრადუსი იქნება.

11-12 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, 10 იანვარს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, დღეს ზოგან შესაძლოა შენარჩუნდეს წვიმა. შემდგომ 13 იანვრის ჩათვლით, უნალექო მზიანი ამინდი იქნება.