loader

"ტაბულას" ჟურნალისტები რესტორანში მათზე თავდასხმის კადრს ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტაბულას" ჟურნალისტები რესტორანში მათზე თავდასხმის კადრს ავრცელებენ

განახლება| რას ჰყვება "ტაბულას" ნაცემი ჟურნალისტი ინციდენტსა და დაკითხვის დეტალებზე

ჟურნალ "ტაბულას" თანამშრომელი ლევან სუთიძე ”ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ რესტორან ”ჭაშნაგირში” მათზე უცნობ მამაკაცთა თავდასხმის მოტივი "ეკლესიის გინება" იყო. ლევან სუთიძის განცხადებით, უცნობებმა ჩხუბის დროს რესტორნში მაგიდები დალეწეს. ფოტოზე ჩანს, რომ ჭურჭელიც დამსხვრეულია. "პატრულს ველოდებით", - წერს ლევან სუთიძე.

”ფეისბუქზე” Miko Shakhdinarian-მა ასევე გაავრცელა რამდენიმეწამიანი კადრი, რომელიც, მისი მტკიცებით, რესტორანში ჩხუბის დაწყების დროსაა გადაღებული. როგორც ავტორი ირწმუნება, მიმტანმა ამის შემდეგ მას ტელეფონი წაართვა.