loader

"გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას" - გამოძიების საზარელი დეტალები ბიძინა კუჭავას წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას" - გამოძიების საზარელი დეტალები ბიძინა კუჭავას წინააღმდეგ

პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან ჰქონდა 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა.