loader

ქუთაისში 400-წლიან მუხის ხეში სამლოცველო განათავსეს - რუსული "პირველი არხის" სიუჟეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში 400-წლიან მუხის ხეში სამლოცველო განათავსეს - რუსული "პირველი არხის" სიუჟეტი

რუსეთის "პირველმა არხმა" ქუთაისში, ბოტანიკურ ბაღში განთავსებულ სამლოცველოზე სიუჟეტი მოამზადა.

სანთლის დასანთებად და სალოცავად ქუთაისის მცხოვრებლები ბოტანიკურ ბაღში იკრიბებიან. იქ იშვიათი სახის ხეებსა და ბუჩქებს შორის პირდაპირი გაგებით სამლოცველო აღმოცენდა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, გიგანტური მუხის ქვეშ, რომელიც 400 წელს ითვლის, სამლოცველო განათავსეს. მუხის სიმაღლე 45 მეტრია, ხოლო დიამეტრი 2 მეტრს აღწევს. შიგნით თავისუფლად შეუძლია სამ ადამიანს გადაადგილება, ხოლო წვიმამ რომ არ გააფუჭოს ეს სილამაზე, ხეში პატარა სარკმელიც გააკეთეს, კედლებზე კი ხატები დაკიდეს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობაა, - ასეთია რუსული "პირველი არხის" სიუჟეტის შინაარსი.