loader

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ადგილზე, სადაც თვითმხილველების ინფორმაციით, E კლასის "მერსედესი", ნომრებით FBI 010, უკვე რამდენიმე დღეა დგას. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა უკანა საბურავი.

ამ დროისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.