loader

”ვერ არის ჭკუაზე, მომიყვანე ერთი, გავჩეჩო” - გუგული მაღრაძის რეაქცია გიორგი კანდელაკის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ვერ არის ჭკუაზე, მომიყვანე ერთი, გავჩეჩო” - გუგული მაღრაძის რეაქცია გიორგი კანდელაკის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ

ვერ არის ეს კანდელაკი ჭკუაზე, მომიყვანე ერთი გავჩეჩო, - ეს მკვახე გამოთქმა საპარლამენტო უყმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის მისამართით მას შემდეგ გამოიყენა, რაც კანდელაკმა მაღრაძეს ძველი ბროშურა გაუხსენა, სადაც ამ უკანასკნელს ლენინი რამდენჯერმე ჰყავს მოხსენიებული.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს სტრასბურგში, ევროსაბჭოში დაუპირისპირდნენ. გიორგი კანდელაკი გუგული მაღრაძეს კომუნისტური იდეების გატარებაში ადანაშაულებს. უმცირესობის დეპუტატი ერთ-ერთ გაზეთში კომუნიზმის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა გუგული მაღრაძემ 80-იან წლებში გამოსცა. კანდელაკის თქმით, მაღრაძე ამ ბროშურაში აქტიურად ახსენებს ლენინს და კომუნიზმს.