loader

ვინ როგორ დახვდა პრეზიდენტს - პირველი კადრები პარლამენტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ როგორ დახვდა პრეზიდენტს - პირველი კადრები პარლამენტიდან

ასევე ნახეთ:
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან დაკავშირებით გამოდის. სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რადგან დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ტარდება.

სახელმწიფო მეთაურის მოსასმენად პარლამენტში 107 დეპუტატი მივიდა, რადგან რეგისტრაცია სწორედ ამ რაოდენობის პარლამენტარმა გაიარა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის, გამოსვლას ესწრება უშუალოდ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის ეს პრეზიდენტის ბოლო სტუმრობაა.