loader

საუნის კლიენტი ადმინისტრატორ ქალს ფეხებით შედგა და სასტიკად სცემა - მიზეზი გაგაკვირვებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუნის კლიენტი ადმინისტრატორ ქალს ფეხებით შედგა და სასტიკად სცემა - მიზეზი გაგაკვირვებთ

ომკსში მდებარე ერთ-ერთ საუნაში ინციდენტი მოხდა. კლიენტმა დაწესებულების ადმინისტრატორი სცემა. მიზეზი კი ის გახდა, რომ მამაკაცი დიდხანს ცდილობდა მობილური ტელეფონით ვიღაცას დაკავშირებოდა, მაგრამ ცუდი სიგნალის გამო ვერ მოახერხა. ამ სიტუაციამ კლიენტი მწყობრიდან გამოიყვანა. გაცხარებული ადმინისტრატორ ეკატერინას წვდა თმებში, შემდეგ კი ძირს დააგდო და ფეხებით შედგა. ადგილზე პოლიცია მოვიდა და მამაკაცი დააკავეს, ხოლო ჩვენების მიცემის შემდეგ ის გაანთავისუფლეს.

ეკატერინა საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამოკვლელის შედეგად დადგინდა, რომ მას ცხვირი ჰქონდა მოტეხილი და ასევე რამდენიმე კბილი ჩამტვრეული.