loader

ქართული რესტორანი "რუსიკო" პოლონეთში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული რესტორანი "რუსიკო" პოლონეთში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ვარშავაში მდებარე ქართულმა რესტორანმა "წლის საუკეთესო რესტორნის" გამოკითხვაში გაიმარჯვა. კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

რესტორანი "რუსიკო", სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქისტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა. დავით თურქისტანიშვილი 15 წელია, რაც პოლონეთში ცხოვრობს და ვიდრე საკუთარ რესტორანს გახსნიდა, ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა.