loader

შსს-მ მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული სალარეფ გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.