loader

ხმაური და პოლიციის შენობაში შეჭრის მცდელობა ფონიჭალაში - გატაცებული არასრულწლოვნის ახლობლების პროტესტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და პოლიციის შენობაში შეჭრის მცდელობა ფონიჭალაში - გატაცებული არასრულწლოვნის ახლობლების პროტესტი

ფონიჭალაში, ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა. ისინი არასრულწლოვანი გოგოს გატაცების გამოძიებას ითხოვენ. სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრების მტკიცებით, გოგონა გუშინ ძალის გამოყენებით გაიტაცეს. არასრულწლოვანმა გამტაცებლებს წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც მოახერხეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თვითმხილველები და გოგონას ძებნის ღონისძიებაც არ მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს "სისხლის სამართლის კოდექსის" 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.