loader

დიანა ჯოჯუას უადგილო სიცილი მაშინ, როდესაც ობოლაძე სამწუხარო ამბის შესახებ საუბრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიანა ჯოჯუას უადგილო სიცილი მაშინ, როდესაც ობოლაძე სამწუხარო ამბის შესახებ საუბრობდა

მაშინ, როდესაც "კურიერის" დასკვნით, სპორტის ბლოკში დიმა ობოლაძე გამორჩეული ქართული მეკარის, აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ საუბრობდა და მაყურებელს სპორტსმენის დახმარებისკენ მოუწოდებდა, მოულოდნელად დიანა ჯოჯუას სიცილი აუტყდა, რასაც ობოლაძის შესაბამისი, სრულიად ლოგიკური რეაქცია მოჰყვა. "ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვხვდები, რა არის სასაცილო", - უპასუხა ობოლაძემ ჯოჯუას. როგორც ჩანს, კადრს მიღმა რაღაც სასაცილო მართლაც ხდებოდა, რადგან დიანა ჯოჯუამ სიცილის გარეშე ახალი სიუჟეტის გამოცხადებაც კი ვერ მოახერხა.

ასევე ნახეთ| დიმა ობოლაძე ეთერში ატირდა - წამყვანს საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამოცხადება მოუწია