loader

როგორ მოემართებიან რიგიდან ცხოველები თბილისის ზოოპარკში - სახალისო ვიდეო აჭარულის მუსიკის ფონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოემართებიან რიგიდან ცხოველები თბილისის ზოოპარკში - სახალისო ვიდეო აჭარულის მუსიკის ფონზე

რიგის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკს საჩუქრად ცხოველები გამოუგზავნა. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკმა ოფიციალურ "ფეისბუკგვერდზე" დაწერა: "რიგის ზოოპარკიდან გამოგზავნილი ცხოველები უკვე გზაში არიან!
ჩვენმა ლატვიელმა კოლეგებმა ეს პატარა ვიდეო მოამზადეს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ისტუმრებენ ცხოველებს საქართველოში.

ვიდეოში ერთი ლამა ისე გამოენთო მეორეს, არიქა, სად მიარბენინებენ ჩემს მეგობარსო, ხალხი შეწუხდა, ამ ცუხცუხა ალპაკებს ხომ არ აცალკევებენო. ჰოდა, არ აცალკევებენ, ბატონო, ერთად გზავნიან სამივეს - კარმენს, კამენასა და ტომასს. ეს 3 ალპაკა, აქლემი ვილი და აზავერი პუპოლსი ბულგარეთში გემზე დასხდებიან, გადმოცურავენ ზღვას და 21 მარტს უკვე საქართველოში იქნებიან.

თუთიყუში არები - ჩაბულისი და ფილიპინა, როგორც ჭეშმარიტ ფრთოსნებს შეეფერებათ, არა ზღვიდან, არამედ ციდან მოგვევლინებიან - თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან ცოტა ადრე, 19 მარტს და ლურჯ-ყვითელი ფერებით გააფერადებენ ჩვენს ზოოპარკს.

მოკლედ, მომავალი კვირიდან უკვე ჩვენი ახალი ბინადრების მოსანახულებლად გელოდებით!"