loader

საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის კადრები: დაჭრილია 2 ფეხბურთელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის კადრები: დაჭრილია 2 ფეხბურთელი

თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სპორტკომპლექსში ფეხბურთელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სხეულის მსუბუქი დაზიანებით სავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩზე მოხდა, სადაც "მარკ სტარსი" კახეთის "ალაზანს" მასპინძლობდა. შეხვედრა თემქაზე, სპორტკომპლექს "შატილში" მიმდინარეობდა და არსებული ინფორმაციით, თამაშს სტუმრები იგებდნენ. თვითმხილველთა ცნობით, ტრიბუნებიდან მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.

თუმცა, ინციდენტი ამით არ ამოწურულა. დაპირისპირება საფეხბურთო სტადიონის გარეთ გაგრძელდა, რის შედეგადაც ორი ფეხბურთელი დაჭრეს: გიორგი მურველაშვილი და აჩიკო ბოყაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები ე.წ. "სპიცით" მიაყენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.