loader

როცა პრეზიდენტი სექსზე ლაპარაკობს, ეს ქვეყნისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა პრეზიდენტი სექსზე ლაპარაკობს, ეს ქვეყნისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა - სალომე ზურაბიშვილი

დღეს ყველაზე დიდი ტერორი მიდის ღირებულებებზე, - განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში "20/30". როგორც მან აღნიშნა, ფარული მიყურადება და თვალთვალი წინა ხელისუფლების წევრების საქმიანობა იყო, მათი განცხადებები არის "სრული უტიფრობა" და საზოგადოება აძლევს მათ ამ "სრული უტიფრობის უფლებას". სალომე ზურაბიშვილის აზრით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იმას აბრალებენ მოქმედ ხელისუფლებას, რასაც თავად აკეთებდნენ.

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებებსა და მხარდაჭერას ინტერნეტ ტერორის მსხვერპლთა მიმართ, ზურაბიშვილის აზრით, არ არის საჭირო "კაი ტიპობა" და სექსზე ღია საუბარი.

სალომე ზურაბიშვილი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააგენტომ შეცდომა მალევე გამოასწორა და მსგავსი შეცდომა ნებისმიერ სააგენტოს შეიძლება მოუვიდეს.